დღეს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 40 % გაიყიდა, - იტყობინება ჟურნალის "ლიბერალი". გამოცემის ცნობით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 4 ოქტომბერს ჩატარებული პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, ლევან ყარამანიშვილმა თავისი კუთვნილი 90 %-იანი წილიდან 40% ნახევარ მილიონ დოლარად "მედია ჯორჯიას" მიყიდა.
"კომპანია, რომელმაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილი იყიდა, გუშინ, 3 ოქტომბერს ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ერთპიროვნულად დააფუძნა", - წერს გამოცემა.