"სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელისუფლების გადაბარების საკითხებით არის დაკავებული მუდმივი არ არის. მისი შემადგენლობა და ფუნქციები შესაძლოა შეიცვალოს. სააკაშვილის ადმინისტრაციასთან პირველი შეხვედრების შემდეგ ყველაფერი უფრო ნათელი გახდება", _ განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა " Forbes"-თვის მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, მთავარია ხელისუფლების გადაბარების დროს ვაკუუმი გამოირიცხოს.
"ისინი მიდიან, ჩვენ კი მოვდივართ და გვინდა, რომ ამ დროის განმავლობაში, ვიდრე ფორმალურად და არაფორმალურად ისინი მართავენ, ხოლო ჩვენ ისინი უნდა სევცვალოთ არ იყოს გაუგებრობა და დაძაბულობა", _ აცხადებს ივანიშვილი.