თბილისში მომხდარ ყაჩაღობაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მიმდინარეობს გამოძიება.
ქინძმარაულის ქუჩაზე ამ დრომდე სამართალდამცველები იმყოფებიან და მოკვლევას ატარებენ.
შეიარაღებული თავდასხმა თბილისში გვიან ღამით მოხდა. ნიღბიანმა პირებმა ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე სადისტრიბუციო კომპანია დააყაჩაღეს.
როგორც კომპანიის თანამშრომლები ყვებიან, დამნაშავეებმა, იარაღის მუქარით, პირადი ნივთების გარდა, დიდი რაოდენობით თანხა, დაახლოებით 40 ათასამდე ლარი გაიტაცეს.