"დესტაბილიზაციის შექმნა "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, ქვეყანაში წესრიგის დამყარებაზე პასუხისმგებელი კვლავ ,,ნაციონალური მოძრაობაა".
,,დესტაბილიზაციის შექმნა ,,ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს, რადგან თქვან, რომ ,,ქართული ოცნება" კრიმინალებს მფარველობს. Bბატონმა ბიძინამ სწორი მიმართვაა გაავრცელა, როცა ყველა სახელმწიფო უწყებას თავისი ფუნქციის შესრულებისკენ მოუწოდა. ,,ქართული ოცნება" მართალია უმრავლესობით მოვიდა, მაგრამ სანამ პარლამენტი არ შეიკრიბება და ფუნქციების გადანაწილება არ მოხდება, რეალურად აღმასრულებელი ხელისუფლებას ,,ნაციონალური მოძრაობა" ახორციელებს. Aამიტომ პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო თუ ნებისმიერი საჯარო დაწესებულება ვალდებულია თავისი საქმე შეასრულოს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კობახიძემ.