საქართველოს სტატისტიკური სისტემის გლობალური შეფასების მიზნით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ერთ კვირიანი ვიზიტით საერთაშორისო მისია იმყოფებოდა.
მისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების - ევროკომისიის (ევროსტატის) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, ისე ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების სტატისტიკური უწყებების წარმომადგენლები.
მისიის მიზნებს წარმოადგენდა: სტატისტიკის სფეროში ქვეყნის პოტენციალის შფასება; სტატისტიკური სისტემის ტექნიკური ასპექტების შეფასება; სტატისტიკური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებისადმი შესაბამისობა.
შეფასების შედეგების საფუძველზე შემუშავდება რეკომენდაციები საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის შემდგომი განვითარების მიზნით.
მისიის თბილისში ყოფნის დროს გაიმართა სამუშაო შეხვედრები როგორც ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი მწარმოებლების, ისე არასამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან.