სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" 3 ოქტომბერს გამართული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა დღის წესრიგის უმთავრესი საკითხის - საპრეზიდენტო არჩევნების გარეშე დასრულდა.
გადაწყვეტილება ყრილობის გადადების შესახებ, ხმის უფლების მქონე დელეგატთა უმრავლესობამ ღია კენჭისყრის შედეგად მიიღო.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახალი ყრილობა 20 დეკემბერს გაიმართება, სადაც კომიტეტის პრეზიდენტს მომდევნო ოთხი წლის ვადით აირჩევენ.
დღეისათვის, პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურა მხოლოდ გია ნაცვლიშვილს ჰქონდა წარდგენილი, რომელიც ოლიმპიურ კომიტეტს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს.