ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ქართველ ხალხს თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიულოცა და საქართველოსა და ნატოს შორის მომავალი ურთიერთობების გამყარების იმედი გამოთქვა.
"ვულოცავ ქართველ ხალხს თავისუფალი, კონკურენტული და მშვიდობიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ეს ისტორიული მომენტია საქართველოს დემოკრატიული განვითარების ისტორიაში. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე ერთად შეიკრიბოს და ქვეყნის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და რეფორმების გასაგრძელებლად", _ ნათქვამია რასმუსენის განცხადებაში, რომელიც ნატოს ინტერნეტგვერდზეა გამოქვეყნებული.
ნატოს გენმდივანი აცხადებს, რომ "ნატო საქართველოსთან ახლო ურთიერთოიბების დამყარების სურვილის ერთგული რჩება".
"ჩვენ მოუთბენლად ველით, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერი გახდეს", _ ნათქვამია განცხადებაში.