საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიუნტერ ბეხლერი მიიღო.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, საქართველო-შვეიცარიის პარტნიორულ ურთიერთობებს, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის შენარჩუნებისა და გაგრძელების აუცილებლობას.