საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვირის განმავლობაში საქსტატის ფასების სტატისტიკის სამმართველოში შვედეთის სტატისტიკის სამუშაო მისია იმყოფება.
მისიის მუშაობის თემაა სამომხმარებლო ფასების ინდექსი. ამ მიმართულებით ეს რიგით მესამე მისიაა ფასების სტატისტიკის სამართველოში, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მუშაობა სამომხმარებლო კალათის განახლების პროცედურაზე და სხვა მეთოდოლოგიურ საკითხებზე.
საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3-წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის, და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტი მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.