,ქართული ოცნების" მხრიდან დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაციაზე საუბრობს. როგორც ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა კოალიციის მხარდამჭერები საოლქო საარჩევნო კომისიის წევრევის დაშინების კამპანიაში მონაწილეობენ.
,,მარტვილში, ზუგდიდში, სიღნაღში, მარნეულში, თეთრიწყაროში, წალკაში, ხაშურში, ბოლნისში ,,ქართული ოცნების" პოლიტიკური ლიდერები, და ასობით აქტივისტი ჩართულია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრევის დაშინების კამპანიაში. ეს ის ოლქებია, სადაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გაიმარჯვა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა. ისინი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან კომისიის წევრებს, აფრთხილებენ, რომ ისინი დაისჯებიან რადგანაც ისინი უკვე აკონტროლებენ სამართალდამცავ სტრუქტურებს და სასამართლოებს. ასობით აქტივისტია მობილიზებული საოლქო საარჩევნო კომისიების გარეთ, ამ აქტივისტებს კი სათასვაში უდგანან ქართველი ოქნების პოლიტიკური ლიდერები", _განაცხადა თაქთაქიშვილმა, რომელმაც საერთაშორისო დამკვირვებლებს განსაკუთრებული მონიტორინგის დააწებისკენ მოუწოდა.
,,ეს არის ,,ქართული ოცნების" მხრიდან დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაცია და ამომრჩევლის ფეხქვეშ გათელვა. მივმართავთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებკლებს განსაკუთრებული მონიტორინგი დააწესონ კომისიებზე და არ დაუშვან საქართველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პროცესის დისკრედიტაცია ქართული ოცნების მიერ", _განაცხადა თაქთაქიშვილმა.
მისივე განცხადებით, მომხდარი ფაქტები შემაშფოთებელია.
,,ეს არის შემაშფოთებელი ფაქტები რითაც ,,ქართული ოცნება" ცდილობს პროცესების დისკრიმინაციას და მათ არ შეუძლიათ შეგუება იმ ფაქტთთან რომ ოლქებში მათ დამარცხება განიცადეს სადაც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდარტტებმა მოიგეს. ეს არის მთელი საარჩევნო პროცესისა და მთელი დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაცია და ქართველი ამომრჩევლის ნების ფეხქვეშ გათელვა", _განაცხადა თაქთაქიშვილმა.