ხე-ტყის მართვის სისტემაში ცვლილებები განხორციელდა. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, გაუქმდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, ასევე საშეშე ხე-ტყის 1 მეტრამდე კოტრებად დაჭრის ვალდებულება, სამასალე მორის მარკირება (დაფირნიშება), სახერხი საამქროს რეგისტრაცია და შესაბამისი ელექტრონული ანგარიშგების წარმოება, ხე-ტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადა 2 თვიდან 1 წლამდე გაიზარდა. ამასთან, შესაძლებელია სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის კომერციული მიზნით გამოყენება.
რაც შეეხება ლიცენზიანტებს, ახალი ცვლილებებით გაუქმდა- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი და სპეციალური ფირნიშით მარკირება, II ხარისხის (საშეშე) ხე-ტყის 1 მეტრამდე კოტრებად დაჭრის ვალდებულება,
ხოლო ათვისებული რესურსის შესახებ ელექტრონული ანგარიში სსიპ "ბუნებრივი რესურსების სააგენტოს" წარედგინება. ასევე, მოიხსნა ტყეკაფების გამოყოფის შეზღუდვა.
დაგეგმილია 1 კუბ. მეტრი სამასალე და საშეშე ხე-ტყის მოსაკრებლის 2 ლარამდე შემცირება. ახალი მოსაკრებელი ძალაში ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ ამოქმედდება, როდესაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება.
მოქმედი წესებით, კომერციული ჭრისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 კუბ. მეტრ სამასალე ხე-ტყეზე 47-22 ლარს შეადგენს, ხოლო საშეშე მერქანზე 19-9 ლარს.