უკვე როგორც ოპოზიციონერი, ვიტყვი, რომ ველოდებით პრობლემებს ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ელოდებიან პრობლემებს, როგორც საგარეო პოლიტიკაში, ასევე საშინაო პოლიტიკაში.
"ძალიან მაინტერესებს, როგორ შეასრულებს კოალიცია იმ სოციალურ დაპირებებს, რომელსაც ის უხვად გასცემდა საარჩევნო კამპანიის პერიოდში. დამერწმუნეთ, ჩვენ სათითაოდ ჩავუჯდებით ყველა დაპირებას, რამდენად შეასრულებს "ოცნება". ამას ნამდვილად არ უშველის თავის დაზღვევა და იმაზე საუბარი, რომ თურმე ბიუჯეტი არის ცარიელი. ბიუჯეტი არ იყო ცარიელი; ყველას კარგად ახსოვს, რომ სექტემბრის მდგომარეობით არ ყოფილა არც ერთი დავალიანება, არანაირი გაუცემელი თანხა და ფინანსურად ყველაფერი წესრიგში იყო. ამიტომ, როგორც ოპოზიცია, დეტალურად გავაკონტროლებთ, რას და როგორ შეასრულებს "ქართული ოცნება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.