საპარლამენტო არჩევნებზე დაშვებული ხარვეზების შესასწავლად საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია შეიქმნება, _აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სოზარ სუბარს არ დაუკონკრეტებია , თუ ვინ იქნებიან კომისიის შემადგენლობაში.
,,უამრავი დარღვევის ფაქტი არის. წუხელ ერთ-ერთმა ადგილობრივმა საოლქო კომისიამ გააუქმა შედეგები, სადაც პროცესი აბსულუტური გაყალბებით მიმდინარეობდა. ვსწავლობთ სხვა რაიონებს, ამიტომ დღეიდან ყველა იმ დარღვევის გამოძიების მიზნით, რომელიც არჩევნებზე მოხდა, საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია შეიქმნება", _ განაცხადა სოზარ სუბარმა.