რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობებში "გადატვირთვა" სამუდამოდ ვერ გაგრძელდება და მოვიდა დრო გავამყაროთ ეკონომიკური კავშირები იმისათვის, რათა დავიცვათ ეს ურთიერთობები პოლიტიკური კონიუქტურის ცვილებებისგან. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
"თუკი ვისაუბრებთ "გადატვირთვაზე", ამ ტერმინის კომპიუტერული წარმოშობიდან გამომდინარე იგი სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. რადგან ეს უკვე "გადატვირთვა" კი არა პროგრამის შეფერხება იქნება. არ არის საჭირო ამა თუ იმ ეტაპის დასახელებაზე შეჩერება. უმჯობესია ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ განვავითაროთ ურთიერთიბები",_ აცხადებს ლავროვი.
მისივე თქმით, რუსეთი აქტიურად არის დაკავებული შტატებთან ურთიერთობებით, განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში.
"ჩვენ და აშშ-ს დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს. პერსპექტივაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ სავაჭრო-საინვესტიციო თანამშრომლობის ახალ დინამიკასთან დაკავშირებით. რაც უფრო რღმა იქნება ჩვენი ეკონომიკური კავშირები, მით უფრო მყარი იქნება "სადაზღვევო ბადე" რომელიც არის გარანტია იმისა, რომ რუსულ-ამერიკულ ურთიერთობები პოლიტიკური კონიუქტურის რყევების მიუხედავად არ შეიცვლება",_ აცხადებს ლავროვი.