კობა სუბელიანი დღეს იმერეთის რეგიონს ესტუმრა და იქ ჩასახლებული დევნილები მოინახულა. მინისტრმა იმერეთის რეგიონში დევნილებისთვის რეაბილიტერებული საცხოვრებელი კორპუსები პირადად მოინახულა. კოპიტნარის ყოფილ სამხედრო დასახლებაში მინისტრმა სრულად აღდგენილი 13 კორპუსი დაათვალიერე და აღნიშნა, რომ დღეიდან აფხაზეთიდან დევნილი 452 უკეთ იცხოვრებს, ვიდრე უწინ.
ხუთსართულიან 13 კორპუსში შეიცვალა როგორც შიდა, ისე გარე კომუნიკაცია, გაკეთდა მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები, შეიცვალა წყალგაყვანილობა, სახურავი, მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა და გარემონტდა ოთახები. როგორც დასახლებაში მცხოვრები დევნილები აცხადებენ, ძალიან კარგი საქმე გაკეთდა და საწუწუნო არაფერი აქვთ: "დიდებული საქმე გაკეთდა. ადრე ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობდით. კარგია, რომ ყველა პრობლემა მოგვიხსნეს. Yველაფერი ერთიანად ვერ გაკეთდება. ჩვენც ამ დროს დიდხანს ველოდით. იმედია, სხვა დევნილებთანაც მივლენ."
D
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა აღნიშნა, რომ თავადაც არ იყო დარწმუნებული, რომ აღნიშნული კორპუსები ასეთ სახეს მიიღებდა: "გაკეთდა ის, რასაც ვერავინ დაიჯერებდა და წარმოიდგენდა. თავადაც მთლად ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამას მივაღწევდით. სიტყვა შესარულდა და რაც მთავარია, ეს ფართები პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე დევნილების საკუთრება იქნება. 452 ოჯახით მეტი უკეტესად იცხოვრებს, ვიდრე აქამდე ცხოვრობდა."
კოპიტნარის ყოფილ სამხედრო დასახლებაში ასევე ფუნქციონირებს პურის საცხობი, სამრეცხაო, აბანო, ბავშვთა მცირე ატრაქციონი და სკოლა.