თბილისში ტაშკენტის შესახვევის #7-ში შეიჭრილი დევნილები ადგილზე დევნილთა და განსახლების მინისტრის მისვლას ითხოვენ. დევნილებს შენობაში ჩაკეტილი ჰყავთ დაცვის თანამშრომელი.
პოლიცია დევნილებისგან მოითხოვს გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ფართი და შენობაში მყოფი დაცვის წევრები.
პოლიცია დევნილებს განუმარტავს, რომ ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულია.
დევნილები უარს აცხადებენ, პოლიციის მოთხოვნის შესრულებაზე და დაჟინებით მოითხოვენ ადგილზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მისვლას.
შენობაში რამდენიმე ხნის წინ შეჭრილ დევნილებს მძევლად ჰყავთ აყვანილი დაცვის ერთი თანამშრომელი და მას გარეთ არ უშვებენ.