საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფი "ბიზნესმენები, საქართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის" ქართველ ხალხს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და ხელისუფლებისაგან რეპრესირებული ადამიანების, პოლიტპატიმრების და მათ შორის ბიზნესმენების პატიმრობიდან განთავისუფლებას ითხოვს.
"ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადასინჯოს მათ მიერ დაკავებულ მძევლების საქმეები,. მანამადე კი გამონახოს გზა და დაუყოვნებლივ საზოგადოების წევრების თავდებით ან გირაოს თუ სხვა Gსაშუალებებით გაანთავისუფლოს საპატიმროებიდან უსამართლოდ დაკავებულები. Dასევე დაიწყოს რეპრესირებულების რეაბილიტაციისა და მათ მიმართ კანონსაწინააგმდეგო ქმედებაში მონაწილე პირების გამოვლენისა და პასუხისმგებლობის პროცესი. მივმართავთ ქვეყანაში არსებულ ოპოზიციურ მოძრაობას, უფლადამცველებს საქართველოში არსებულ დიპლომატიურ მისიებს. Eერთიანი ძალიხმევით ვაიძულოთ საქრთველოს Dდღევანდელი ხელისუფლება გაანთავისუფლოს პოლიტიკური მძევლები", - ნათქვამია განცხადებაში.