"პირველ ეტაპზე კანონი გვავალდებულებს, ახალი პარლამენტის შენობით ვისარგებლოთ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ძველი შენობა გაანადგურა.
"პარლამენტის ძველი შენობა დაანგრიეს, მიწასთან გაასწორეს, ნაჯახებით დაჩეხეს. პარლამენტის ქუთაისში გადატანა სააკაშვილს იმდენად აკვიატებული აქვს, რომ ძველი პარლამენტი დაანგრია. სააკაშვილი თბილისიდან სულ გარბის, რადგან თბილისელებმა სააკაშვილი ადრე შეიცნეს. ქუთაისში პარლამენტის გადატანაც ერთ-ერთი მიზეზი იყო", _ განაცხადა ივანიშვილმა.
მისი განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო იმ ადგილას განთავსდება, რაც ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება.