"ლაზიკის მშენებლობის საჭიროება არ არსებობს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ლაზიკის მშენებლობის კომენტირებისას.
"ლაზიკის მშენებლობა არის ყველაზე დიდი ანეგდოტი, რასაც მიხეილ სააკაშვილი ჰყვება. ვისთვის უნდა აშენდეს ლაზიკა, ან რატომ უნდა აშენდეს, ნახევარი საქართველო დაცლილია, მთელი კორპუსები დაცლილია, ვის სჭირდება ლაზიკა. ამისთვის არც სახსრები არსებობს და არც საჭიროება. სირცხვილია, რომ სააკაშვილი ასეთ შეურაცხყოფას აყენებდა საქართველოს მოქალაქეებს", _ განაცხადა ივანიშვილმა.