კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან შემდგომ ლოგიკურ ნაბიჯს, მის გადადგომასა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაში ხედავს.
"რადგან მან შეძლო დღეს გაეკეთებინა განცხადება და არჩევნებში დამარცხება აღიარა, მისი ლოგიკური გაგრძელება და კიდევ ერთი სვლა იქნება, თუ ის დაწერს განცხადებას, გადადგება და დანიშნავს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. მგონია, რომ ის გადადგომას თავად მოახერხებს", - განაცხადა ივანიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.