"სამართლებრივ დევნას ვერც ბაჩო ახალაია გადაურჩება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.
"ყველა პასუხს აგებს, მათ შორის ბაჩო ახალაიაც და ჩემი რბილი განცხადება, რომ პოლიტიკური დევნა არ იქნება, არ ნიშნავს, რომ სამართლებრივ დევნას ვინმე გადაურჩება", _ განაცხადა ივანიშვილმა.
მისი განცხადებით, ყველა ადამიანი ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აგებს.
"ბაჩო ახალაიას დასჯის მოთხოვნით იმდენი სარჩელი შევა სასამართლოში, რომ ჩემი ჩარევა საჭირო აღარ იქნება. თუმცა არა მხოლოდ ახალაიაზე, სხვების მიმართაც უამრავი კითხვაა. ამას სასამართლო გაარჩევს", - განაცხადა ივანიშვილმა.