საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2012 წლის პირველი სექტემბრისთვის 7.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 27.0 მლნ ლარით ანუ 0.3 პროცენტით ნაკლებია მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე. აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების შემცირებას 71.9 მლნ ლარით ანუ 2.0 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 45.0 მლნ ლარით ანუ 1.1 პროცენტით.
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 63.63 პროცენტი შეადგინა - 1.19 პროცენტული პუნქტით მეტი პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით. ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.1 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.5 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 7.8 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 18.0 პროცენტი შეადგენა.