შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (აღმოსავლეთი) ახალციხის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა, ადიგენის რაიონში, სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს თურქეთის 2 მოქალაქე: ოღუზან ნაიზის ძე ქუფელიოღმუ და თანეზ აზიმის ძე უგურმა, რომლებმაც 2012 წლის 1 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკიდან სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით, გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
აღნიშნული პიროვნებები შემდგომი რეაგირებისათვის სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (აღმოსავლეთი) ახალციხის საგამოძიებო-ოპერატიულ განყოფილებას გადაეცა.