"არა მარტო "ნაციონალურ მოძრაობასთან", არამედ ქართველ ხალხთან ერთად მე ვაპირებ - ჩვენი სწრაფვა იყოს ევროპა და უსაფრთხოების მხრივ - ნატო", - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე.
"ეს არის ჩვენი სტრატეგია და მას არ შევიცვლით. ეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაც არის, ამაზე რეფერენდუმიც იყო. ჩემი დამოკიდებულებაც ასეთია. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს დიდი ვალდებულება და სურვილი, რომ ყველაზე დიდ მეზობელთან დავალაგოთ ურთიერთობები", - განაცხადა მან და დასძინა:
"მესმის ეს წინააღმდეგობები, კარგად ვაცნობიერებ, რომ ეს არ არის მარტივი. მთლიანად არ გეთანხმებით, რომ ეს ომი ნატო იყო მხოლოდ", - განაცხადა ივანიშვილმა კითხვაზე - რომ ნატო 2008 წლის ომის მიზეზი იყო.
მისი თქმით, პროვოკაცია სააკაშვილის მხრიდან რომ არ ყოფილიყო, რუსეთი ვერ მოახერხებდა იმას, რაც მოხდა.
"სურვილი რუსეთს ამის შეიძლება ადრე ჰქონდა. ამას არც მალავდნენ, როდესაც ჩემი ოპონენტები ამბობდნენ, რომ ორი და სამი წელი ემზადებოდა რუსეთი ამისთვის. მე ვამატებ, რომ რუსეთი საუკუნეები ემზადებოდა, რომ კავკასიის იქით გადმოსულიყო, მაგრამ პროვოკაცია, რომელიც ჩაიდინა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არ ყოფილიყო, რუსეთი ვერ მოახერხებდა იმას, რაც მოხდა", - განაცხადა მან.