"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანისვილი თამაზ თამაზაშვილის გათავისუფლებაზე საუბრობს.
"პირველი პატიმარი, რომელიც პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიება, ჩემი ახლო ადამიანის ცესიმამრი - თამაზ თამაზაშვილია, რომელთანაც ერთადერთი პრეცენდედენტი დაუშვეს, რომ მასთან საპროცესო შეთანხმებაც არ ისურვეს გასაგები მიზეზის გამო", - განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე.
ივანიშვილის განცხადებით, იურიდიულად ეს შესაძლებელია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ეს პროცედურა დაიწყოს.
"ნებისმიერ მომენტში შეიძლება ეს პროცედურა დაიწყოს, რომ რაიმე გზებით, კანონის ფარგლებში, მოახერხონ და ეს ადამიანი ციხიდან გაათავისუფლონ", - განაცხადა მან.