"არ დაგიმალავთ და ერთ სარჩელს აუცილებლად შევიტან სასამართლოში იმ მოსამართლეზე, რომელმაც 60-მდე საქმე გაარჩია 5 წუთში", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ნოტარიუსიც არ ურტყამს ასე იოლად ბეჭედს, ისე მარტივად გამოჰქონდა ერთ დღეში და ერთ საათში ყველა გადაწყვეტილება.
"მე პირადად, აუცილებლად შევიტან სარჩელს სასამართლოში მის წინააღმდეგ, რომელმაც უამრავი აბსოლუტურად უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები მიიღო. სასამართლოს ექნება საშუალება, ეს საქმე გაარჩიოს. საქართველოში ამის პრეცედენტი უნდა შეიქმნას და არა იმიტომ, რომ მე შურისძიების სურვილი მაქვს", - განაცხადა ივანიშვილმა.