"ქართული ოცნების" მხარდამჭერები დღეს 2 ოქტომბერს, დაახლოებით ნახევარი საათის წინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობაში შეიჭრნენ- ამის შესახებ ინფორმაციას თავად "რუსთავი 2" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მხარდამჭერები ტელეკომპანიის თანამშრომლებთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას ცდილობდნენ. ისინი დაცვის თანამშრომლებმა შეაკავა.
ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია.
ტელეკომპანია ყველას მოუწოდებს შეწყვიტონ მედიაზე შეტევა