,,საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული არჩევნების კონსოლიდირებულად ჩატარებისთვის, მაგრამ რჩება რამდენიმე საკვანძო საკითხი არჩევნების უფრო სრულყოფილად ჩასატარებლად", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საერთაშორისო დამკვირვებლებმა.
საერთაშორისო დამკვირვებლების ინფორმაციით, არჩევნები კონკურენტულ გარემოში მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობით ჩატარდა, თუმცა წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებული და დაძაბული იყო. მათივე თქმით, დაფიქსირდა ძალადობის რამდენიმე შემთხვევა. წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მეტი ყურადღება ეთმობოდა ერთის მხრივ, კანდიდატების თანამდებობრივ უპირატესობას და მეორე მხრივ, პირად ფინანსურ აქტივებს, ვიდრე კონკურენტულ პოლიტიკურ პროგრამებს.
,,მიუხედავად მკვეთრად პოლარიზებული კამპანიისა, რომელიც შეიცავდა უხეშ რიტორიკასა და ნაკლოვანებებს, ქართველმა ხალხმა საარჩევნო ყუთებთან თავისი ნება თავისუფლად გამოხატა", _ განაცხადა ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კორდინატორმა ტონიო პიცულამ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებს 2 000 -მდე საერთაშორისო დამკვირვებელი ესწრებოდა.