როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, მინდა ვთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა გადადის ოპოზიციაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სატელევიზოა მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ბოლოო რვა წლის მონაპოვარი ვარდების რევოლუციის, არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოს ისტორიისთვის - ეს არის საქართველოს ისტორიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, არამედ ამ მონაპოვარმა აქცია საქართველო დანარჩენი მსოფლიოსთვის ერთ-ერთ საკვანძო ქვეყნად.
"ამიტომ მე ღმად ვარ დარწმუნებული, რომ საბოლოო ჯამში, როგორი საფრთხეებიც არ უნდა შეექმნას ამ მონაპოვარს, უახლოეს თვეებში ან წლებში. მათი მოსპობა არის შეუძლებელი. ამიტომ ჩვენ როგორც ოპზოციური ძალა ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთ[ის. ვიბძოლებთ იმისათვის, რომ ყველაფერი რაც შეიქმნა ბოლო წლებში, ორუფიასთან ბრძოლის კუთხით დანაშაულთან ბძოლის კუთხით, საქართველოს გათანამედროვეობის კუთხით. მაქსიმალურად დავიცვათ", - განაცხადა პრეზიდენტმა.