აშკარაა, რომ ამ არჩევნებში უპირატესობა მოიპოვა ქართული ოცნების კოალიციამ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სატელევიზოა მიმართვაში განაცხადა.
"ეს ნიშნავს იმას, რომ საპარლამეტნო უმრავლესობამ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მე როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში ხელს შევუწობს იმას, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა და პარლამენტმა შეძლოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და ასევე ახალი მთავრობის ჩამოყალიბება. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩემთვის ფუნდამენტურად მიუღებელი იყო ამ კოალიციის შეხედულებები და არის. ჩვენ შორის არის ძალიან ღმრმა განსხვავებები და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი შეხედულებები არის უკიდურესად მცდარი, მაგრამ დემოკრატია მუშაობს ისე, რომ ქართველი ხალხი უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას და ეს არის ის, რასაც ჩვენ რა თქმა უნდა, ვცემთ ძალიან დიდი პატივს", - განაცხადა პრეზიდენტმა.