ბიძინა ივანიშვილმა დღეს ბიზნესცენტრში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სენატორები ჯინ შაფინი და ჯეიმს რიში მიიღო. სტუმრებმა ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ლიდერს არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცეს. „ჩვენ აქ ბატონ ბიძინასთან შესახვედრად მოვედით და გვინდოდა, რომ მისთვის ქართული ოცნების წარმატება მიგველოცა, " - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა. სენატორმა ჯეიმს რიშმა კი იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა - საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა, კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.