თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ვიქტორია ნულანდმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, პირველი ოქტომბერი საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა.
"ჩვენთვის ცნობილია, რომ არჩევნებზე მოსახლეობის მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, ასევე ვიცით, რომ ცესკო ხმებს მთელი ღამის განმავლობაში დაითვლის და არჩევნების შედეგები დილისთვის იქნება ცნობილი." - აღნიშნა ნულანდმა.
ნულანდის განმარტებით, არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციები აკვირდებოდნენ, რაც იძლევა იმის თქმით საფუძველს, რომ ყველაფრმა მშვიდობიანად ჩაიარა.