,,მინიმალურია რისკი, რომ ,,ქართული ოცნებისგან" ისეთივე მონსტრი მივიღოთ როგორიც ,,ნაციონალური მოძრაობა" იყო", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ლაგაზიძემ.
მისივე განცხადებით, ერთპარტიულობის საფრთხე არ არსებობს.
,,ჩემი აზრით დაბალანსებული პარლამენტი სადაც, საკონსტიტუციო უმრავლესობა არავის ექნებოდა ეს იდეალური ვარიანტი იქნებოდა. იმის გამო, რომ დაბალანსებული პარლამენტი გვქონდეს არჩევნების შედეგებს ხომ ვერ გავაყალბებთ. Mმეორეს მხრივ კოალიციის ხიბლი იმაშია, რომ იგი არ არის ერთიანი მონოლითური სხეული, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობა" იყო. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ერთპარტიულობის საფრთხე არ გვემუქრება, რადგან კოალიცია არ არის მოწამლურ იდეებზე, სხვადასხვა დანაშაულებებით გაერთიანებული მონსტრი. იგი არის ბევრი პოლიტიკური სუბიექტისგან შექმნილი კოალიცია და პოლიტიკური სუბიექტების კანდიდატების ჭიდილი პარლამენტშიც გამოჩნდება. Aამიტომ მინიმალურია რისკი, რომ ,,ქართული ოცნებისგან" მივიღოთ ისეთივე მონსტრი როგორიც ,,ნაციონალური მოძრაობა" იყო", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლაგაზიძემ.