ხაშურის მოსახლეობა ითხოვეს სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაუყონებლივ დატოვოს ქალაქის ტერიტორია.
როგორც მათ "მაესტროს" ეთერში განაცხადეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე სპეცრაზმია მობილიზებული.
"მოვითხოვთ, სპეცრაზმმა სასწრაფოდ დარტოვოს ხაშური", - აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა.
კოალიციის წევრი, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს ლიდერი გოგი თოფაძე აცხადებს, რომ ხაშურში კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა გაიმარჯვა და ხელისუფლება ცდილობს რომ ეს არ დაუშვას.
"ყველაფერს აკეთებენ, რომ ვალერი გელაშვილმა არ გაიმარჯვოს. მთელი ხაშური ფეხზე დგას. ხაშურის ცენტრში კი ჯარია ჩამოსული", - აცხადებს გოგი თოფაძე.
ხაშურის რაიონში შემავალ უბნებზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც უბნები დაიხურა და ხმის დათვლა დაიწყო.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე უბანში სპეცრაზმია შესული. სპეცრაწმის წარმომადგენელტა მხრიდან ადგილი ქონდა სრილასაც "გაუშვეს გაზი"