"პროპორციული სისტემით არჩევნებში უპირატესობა "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა ეგზიტპოლის შედეგების კომენტირებისას.
"ამ ეტაპზე შეიძლება მხოლოდ ეგზიტპოლის შედეგების ტენდენციაზე საუბარი და ეს ტენდენციები, როგორც წესი, ზუსტია. შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებში უპირატესობა მოიპოვა "ქართულმა ოცნებამ". რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, ჩვენი ინფორმაციით, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს აბსოლუტური უმრავლესობა და ვიგებთ ჩვენ. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ წყნარად, მშვიდად, ისე, როგორც არჩევნების დღეს იყო, შედეგების შეჯამებას", _განაცხადა გაბაშვილმა.