"ხელისუფლება არჩევნების გზით დამაჯერებლად შეიცვალა", _ განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ეგზიტპოლის შედეგების კომენტირებისას.
"ვიცოდით, რომ გამარჯვება სერიოზული იქნებოდა, ეს რწმენა დღეს კიდევ ერთხელ გამიმტკიცდა, როცა ამომრჩევლების ასეთი მაღალი აქტივობა დავინახე. იგივე შედეგი დაიდება, როცა ხმები დაითვლება და ცესკოს შედეგები გამოქვეყნდება. საქართველოში ხელისუფლება, როგორც იქნა, შეიცვალა არჩევნების გზით, ძალიან დამაჯერებლად, მშვიდობიანად", _ განაცხადა სუბარმა.