"მომდევნო საათები გადამწყვეტი იქნება, სანამ უბნებიდან ოქმები გამოვა", - განაცხადა "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ეგზიტპოლის შედეგების კომენტირებისას.
მისი განცხადებით, გამოქვეყნებულ შედეგებს ელოდნენ.
"ეს არის არაჩვეულებრივი შედეგი, რომელსაც ჩვენ ველოდით იმ მხარდაჭერიდან გამომდინარე, რომელსაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ვგრძნობდით. ჩვენი ერთი წლის შრომა დაგვირგვინდა ასეთი დიდი წარმატებით. მომდევნო საათები გადამწყვეტი იქნება, სანამ უბნებიდან ოქმები გამოვა. ამიტომ ახლა არ უნდა მოვდუნდეთ ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.