საფრაგეთის პარლამენტის წევრი ჟან მარი ბოკერი აცხადებს, რომ მასზე შთაბეჭდილება მოახდინა არჩევნების კარგმა მიმდინარეობამ.
"ძალიან ბევრი პარლამენტარი ვართ ჩამოსული როგორც ევროსაბჭოდან, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებიდან და ვაკვირდებოდით არჩევნებს. ჩვენ, საფრანგეთის პარლამენტის წევრები, ვაკვირდებოდით არჩევნებს, ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები. მე დღეს 12 საარჩევნო უბანი ვნახე. სასწრაფოდ გამოვიქეცი თქვენთან, რათა თქვენთან მელაპარაკა. პირად შთაბეჭდილებას გიყვებით: ვიყავი სოფლებში, ვიყავი აზერბაიჯანული უმცირესობების ზონაში. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა არჩევნების კარგმა მიმდინარეობამ, საარჩევნო უბნების კარგმა ორგანიზაციამ", - განაცხადა მან და დასძინა, რომ საარჩევნო უბნებზე ქალები ჭარბობდნენ.
"რაც შეეხება ინციდენტებს, მე არაფერი არ მინახავს, რაც ვნახე, არის ის, რომ მოდიოდნენ ადამიანები და ორგანიზებულად აძლევდნენ ხმას. რაც შეეხება შედეგებს, ჯერ არ ვიცი - ეს არის დემოკრატიის გამარჯვება.