"ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპის ღირსეული წევრი და აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრი", _ განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისთან სიტყვით გამოსვლისას.
"პატივს ვცემთ ჩვენს ოპონენტებს და არასოდეს არ იქნება საქართველოში საწინააღმდეგო აზრის დევნა. ეს ამით დასრულდება დღეს. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, განუხრელად გავაგრძელებთ გზას ევროატლანტიკურ სტრუქტურებისკენ, აუცილებლად გავხდებით ევროპის ღირსეული წევრი, აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრი და გავხდებით ჭეშმარიტად. მადლობა ყველას და ყველაზე დიდ ძალას - საქართველოს მოქალაქეებს. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ღირსეულ მომავალს იმსახურებთ", _ აცხადებს ივანიშვილი.