ქართული ოცნების წევრები, აქტივისტები, მხარდამწერები საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ. თბილისის სხვადასხვა უბნებში შეკრებული ქართული ოცნების წევრები შეძახილებით, ავტომანქანების სიგნალებით ესალმებიან მოსალხხოებას და მადლობას უხდიან მხარდაჭერისათვის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნებში პროპორციული სიტემით დამარცხება აღიარა. მისი თქმით, ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, პროპორციული სისტემით უპირატსეობა მოიპოვა ქართულმა ოცნებამ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს. მისივე თქმით, არჩევნები შედგა.