მიხეილ სააკაშვილმა პროპორციული სისტემით არჩევნებში დამარცხება აღიარა. მისი თქმით, ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, პროპორციული სისტემით უპირატსეობა მოიპოვა ქართულმა ოცნებამ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს. მისივე თქმით, არჩევნები შედგა.
"თქვენ პოლიტიკური ნება გამოხატეთ აბსოლუტურად გამჭირვალე არჩევნებში. თქვენ გამოხატეთ თქვენი ხედვა საქართველოს უახლოესი და შორეული მომავლის. ჯერჯერობით საარჩევნო შედეგები ითვლება, და ჩვენ დაგვჭირდება კიდევ რამდენიმე საათი, ვიდრე სრული სურათი გამოიკვეთება. მაგრამ უკვე ახლა ეგზიტპოლების თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ პროპორციულ არჩევნებში უპირატესობა მოიპოვა ქართული ოცნების კოალიციამ, ხოლო რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, იქ როგორც ჩანს, უპირატესობა მოიპოვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. საქართველოში საარჩევნო სისტემა არის მოწყობილი იმგვარად, რომ დაახლოებით შუაზე იყოფა ხმები პარლამენტში. ნახევარზე ცოტა მეტი შემოდის პროპორციულით".