229 საარჩევნო უბანი საქართველოს მასშტაბით - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელზე წარმოდგენილ ეგზიტპოლს კვლევების ევროპული კომპანია GFK ახორციელებს.
უკვე ცნობილია GFK-ს ეგზიტპოლის მონაცემი 17:30 საათისათვის, რომლის მიხედვით, პროპორციული სისტემით შედეგები ასე გადანაწილდა:
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს" - 30%;
"ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" - 35%;
"ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" - 1.36%;
"შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 0.7%;
პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა გამოკითხულთა - 32%-მა.
შეგახსენებთ, რომ GFK-ს ექსპერტთა განცხადებით, შერჩეული მეთოდოლოგია 3 პროცენტის ფარგლებში მაქსიმალურ ცდომილებას იძლევა.
ეგზიტპოლის მონაცემები არ ასახავს პარლამენტში ძალთა საბოლოო გადანაწილებას. იგი აჩვენებს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებას და არ ითვალისწინებს მაჟორიტარული წესით არჩევნების შედეგებს.