"გავიმარჯვეთ და დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ყველას, ვინც ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენს გუნდთან ერთად შრომობდა და იღწოდა ამ დიდი გამარჯვებისთვის", - განუცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს.
"დიდი მადლობა ჩემს ყველა მხარდამჭერს, ვინც მოახერხა დღეს და წარსულ დღეებში მოახერხა დამდგარიყო სამშობლის მომავლისა და ქვეყნის განვითარების მხარეს და მიეღო ეს დიდი გადაწყვეტილება", - განაცხადა მან.
ივანიშვილის განცხადებით, ყველამ კარად ვიცოდეთ, სად იყო საქართველო, ყველამ კარგად ვიცოდეთ, თუ რა იყო რეალობა.
"ეს არ იყო იოლი საქმე, მაგრამ ქართველმა ხალხმა გმირულად გაიმარჯვა და ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც უნდა ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენ მოვალთ და ჩვენი მიზანია გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. აღარ მოხდება საქართველოში ის, რაც ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ მოვალთ და აღვადგენთ სამართლიანობას", - განაცხადა მან.