"თბილისის გარეთ, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ უპირატესობა აქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას",_ განაცხადა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
"ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების შედეგები აჩვენებს, რომ პროპორციული სისტემით შედეგები მეტ-ნაკლებად თანაბარი აქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას. ხოლო თბილისის გარეთ ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ უპირატესობა აქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას",- აცხადებს თაქთაქიშვილი.
მისი თქმით, ასევე დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც უარი თქვეს თავიანთი პოზიციის დაფიქსირებაზე.
"32 % არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ამისათვის. ასე რომ, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ: ეს პარტიული სიების შედეგების მხოლოდ ნაწილობრივი შედეგია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ შემდეგ შედეგებს, რომლებიც ერთი საათის შემდეგ გამოცხადდება",_ აცხადებს პრესსპიკერი.