ტელეკომპანიების - "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" დაკვეთით" Edison Research-ის ეგზიტპოლი -მა ჩაატარა. შედეგები 16:00 საათის მდგომარეობით:
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს" - 41%;
10 - „გიორგი თარგამაძე- ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება"(„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „საქართველოს ევროპელი დემოკრატები") - 4%
38 - „შალვა ნათელაშვილი- საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 1%
41 - „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება"(პ/გ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო", საქართველოს კონსერვატიული პარტია, პ/მ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", „საქართველოს რესპუბლიკური პარტია", პ/გ „ჩვენი საქართველო- თავისუფალი დემოკრატები", პ/გ „ეროვნული ფორუმი") - 51%
შეგახსენებთ, რომ Edison Research-ი 1994 წელს დაარსდა, 1996 წლიდან კი იგი აქტიურად აწარმოებს კვლევებს აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებებისთვის. კომპანიის კლიენტებს შორისაა ABC, CBS, CNN, FOX, NBC და Associated Press.