ქუთაისში ქართული ოცნების წევრები დააკავეს. 105-ე უბანზე დააკავეს გია დალაქიშვილი (საორგანიზაციო ჯგუფის წევრი) და მამუკა ახალაია. ისინი გადაყვანილი არიან პოლიციაში. დაკავებულია ასევე დიმიტრი სამხარაძე, რომელიც ასევე ქუთაისის 1-ელ განყოფილებაშია გადაყვანილი. ცოტა ხნის წინ დააკავეს აგრეთვე გიორგი ნავროზაშვილი და დათო ტატენიშვილი. ისინიც 1-ელ განყოფილებაში არიან გადაყვანილები. მათთან ადვოკატს არ უშვებენ. ყველა დაკავებული ჩამოსვეს მანქანებიდან. მანქანები საჯარიმოებზეა გადაყვანილი
მასალის გამოყენების პირობები