საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა მერაბ კორსანტია, ალექსანდრე ცხადაია და იური ლატარია დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დაკავებული პირები ხობის რაიონში ტაქსით მოძრაობდნენ და თანმხვერდი მიმართულებით ავტომობილით მოძრავ საპატრულო ეკიპაჟს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
"ორსანტია მერაბი, ცხადაია ალექსანდრე და ლატარია იური ავტომანქანის პოლიციის მიერ გაჩერების შემდეგაც აგრძელებდნენ საპატრულო ეკიპაჟის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. სამივე მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით წაეყენათ ბრალი. ისინი გადაყვანილნი არიან სასამართლოში", _ ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.