საქართველოს შს სამინისტრო კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერების - ნუგზარ მიქელაძის და ვახტანგ გუჯაბიძის - დაკავების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოზურგეთში პოლიციამ კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ნუგზარ მიქელაძე და ვახტანგ გუჯაბიძე დააკავა.
ნუგზარ მიქელაძე "მერსედესის" მარკის ავტომობილით, ვახტანგ გუჯაბიძე კი "ბეემვეს" ტიპის ავტომანქანებით მოძრაობდნენ. არც ერთი ამათგანი არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციის ხმოვან შეტყობინებას. ამის შემდეგ მოხდა ორივე მათგანის გაჩერება, შემდეგ დაჯარიმება მძღოლის დაუმორჩილებლობისთვის. პოლიციამ გამოუწერა შესაბამისი ოქმები და გადასცა მძღოლებს. ავტომაქანები კი გადაყვანილია საჯარიმო ავტოსადგომზე", _ ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.