საქართველოს პრეზიდენტი დილიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქალაქებს სტუმრობდა. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ უბანზე მისცა ხმა, იგი საარჩევნო პროცესს ქუთაისში, მესტიაში, ამბროლაურსა და ხაშურში აკვირდებოდა. როგორც მან აღნიშნა, ეს ისტორიული დღეა და ყველაზე დიდი მნიშვნელობა ახლა საზოგადოების აქტიურობას ენიჭება. მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობითაც დაინტერესდა.
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის განვითარების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ მსოფლიო რუკაზე საქართველო უკვე დამკვიდრდა ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად.