კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე ბრიფინგზე საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის დროს განხორციელებულ დარღვევებზე საუბრობს:
"დედოფლისწყაროში - 21-ე უბანზე დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ სამრეკლოში არის დარღვევები - ბიულეტენები გამოაქვთ და აჩვენებენ შემოხაზულ ხუთიანებს. ნაციონალების მხარდამჭერები ეწევიან საარჩევნო აგიტაციას, უბანზე შეაქვთ სარეკლამო ბუკლეტები, უბნის ტერიტორიაზე მყოფი დამკვირვებლები "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოდიოდნენ უბნის გარე პერიმეტრზე და აწარმოებდნენ თავიანთი ამომრჩევლის შეყვანას საარჩევნო უბანზე',_ აცხადებს ფანჯიკიძე.
მისივე თქმით, 22-ე უბანზე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯში, დგას მოსკვიჩის ფირმის ავტომობილი, სანომრე ნიშნით RAQ 249 რომელშიც ზის სამი ქალი, რომლებიც ამომრჩევლებს აძლევენ ბიულეტენებს.
19-ე უბანზე ასევე დედოფლისწყაროში, ასევე დაშინებას აქვს ადგილი. "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები აიძულებენ მოქალაქეებს აჩვენონ ბიულეტენზე შემოხაზული ხუთიანები.
მე-18 უბანზე სადახლოში, ასვეე არის დარღვევები, ამომრჩევნებს ასევე აიძულებენ აჩვენონ შემოხაზული ხუთიანი კომისიას.
მე - 8 უბანზე, სოფელ ზემო მაჩხაანში, ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ეწევიან აგიტაციას და ისინიც აიძულებენ ამომრჩეველს, რომ შემოხაზოს ხუთიანი.
"დარღვევების შესახებ ინფორმაცია მოგვივიდა ხაშურიდან, ოსიაურის მე-29 უბნიდან სადაც ინფო 9-ის ჟურნალისტი სცემეს. ჟურნალისტს და ოპერტორს ხაშურის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმედა ლაცაბიძე ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმაში ასევე მონაწილეობდა ნაციონალური მოძრაობის წევრი ბუხუტი ბუცხრიკიძე. რომელიც ყოველგვარი დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე სააარჩევნო უბანზე გადაადგილდებოდა. ინციდენტის შედეგად ერთ ერთმა ამომრჩეველმა სხეულის დაზიანება მიიღო.
ასევე ხაშურიდან გვატყობინებენ 45-ე უბნიდან, რომ იქიდან გამოაგდეს ვიდეოკამერა და გადასატან ყუთზე ძალით აგზავნიდნენ ჩვენს წევრს. 29-ე უბანზე ფუნქციების გადანაწილების დროს ხუთჯერ ჩაშალეს პროცედურები. გამოაძევეს კამერა და დამკვირვებლები, შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს. ანალოგიური ფაქტი განხორციელდა ხაშურის 48-ე უბანზეც.
ვიდეოკამერის გამოგდებისა და კოორდინატორების გამოძევების ფაქტი დაფიქსირებულია 46-ე, მე 8 და 50-ე უბნებზე.
დამკვირვებლის გამოყრის ფაქტები არის უამრავი, მიზეზი არის პროვოკაციები, ზეწოლა და ბეიჯების არქონა.
გვაქვს ინფორმაცია აგრეთვე, რომ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობს ავტომანქანა საიდანაც უცხო პირები არიგებენ კონვერტებს. გვაქვს ეჭვი, რომ ეს არის მორიგი პროვოკაცია, რათა გაავრცელონ დეზონფორმაცია, თითქოს "ქართული ოცნება" თითქოს ფულს ურიგებს ამომრჩევლებს", _ აცხადებს ფანჯიკიძე.
მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - ქობულეთის 81-ე ოლქის მე-8 უბნის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს. ორგანიზაციის წარმომადგებლებმა მარკირების სითხე შემოწმების მიზნით გამოსცადეს თუმცა ის ფანარმა არ აჩვენა. საიას წარმომადგენლის საჩივარი უსაფუძვლოდ ჩათვალა საუბნო-საარჩევნო კომისიამ და ხმის მიცემის პროცედურა გააგრძელა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ე.წ. კარუსელების საფრთხე არსებობს. ანალოგიური პრობლემა დაფიქსირდა ფოთში და თბილისის ერთ ერთ საარჩევნო უბანზე.